გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ, 16 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, უდაბნოს, მონასტრის, პაპაშვილის, შალიკაშვილის, გვირილების, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფაქიძის და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის და მეფე სოლომონ მეორეს ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმრაულის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაინში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, კავსაძის, მოსაშვილის და თაყაიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, კვალეთის, საინგილოს, კაიშაურის, სამრეკლოს, ახალუბნის, გუმბრის, ოძისის და შაქრიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი გურგენიძის, ქურდიანის, ცოტნე დადიანის, გრომოვის, ვეშაპურის, მეუნარგიას და ზაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრვ), მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ავალიშვილის, ფირცხალავას და გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს