რუსლან აბაშიძე საქართველოში პროექტის „ზრდა“ ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობის უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, საქართველოში USAID-ის წარმომადგენლები დავით წიკლაური და ედუარდ შერმადინი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს