მერია ახალგაზრდული ბანაკების და ლაშქრობების მოწყობას გეგმავს

ტრადიციულად, წელსაც ვიწყებთ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, წელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ბანაკები და ლაშქრობებია დაგეგმილი.

„არაა აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. ამ მხრივ გვაქვს არაერთი პროექტი. წელს დაგეგმილი გვაქვს ბანაკები, ლაშქრობები. ბანაკი ბაზალეთში გაიმართება, ხოლო ლაშქრობები თბილისის გარშეო.

ბანაკების 4-დღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას ტრანსპორტირებას, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. რაც შეეხება ლაშქრობებს, ხანგრძლივობა იქნება ორი დღე, ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, ინსტრუქტორების მომსახურებით და ასე შემდეგ. ამ პროგრამაზე დარეგისტრირება მერიის საიტზე 20 -დან 30 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. მინდა ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ იაქტიურონ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი