ევროკავშირის მაღალჩინოსნები თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკური და ფინანსური სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის მაღალჩინოსნები თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკური და ფინანსური სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის მიზეზი თურქეთის მიერ კვიპროსის სანაპიროებთან გაზისა და ნავთობის მოპოვების მიზნით მიმდინარე ბურღვითი სამუშაოებია.

ევროპელი დიპლომატები ოფიციალურ ანკარას მოუწოდებდნენ, შეეწყვიტა მათი წევრი ქვეყნის სანაპიროებთან ბურღვითი სამუშაოები, თუმცა, თურქეთმა განაცხადა, რომ ამაში არალეგალური არაფერია და საქმიანობა გააგრძელა. სანქციების ფარგლებში თურქეთს შეუწყდება 145,8 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება ევროპული ფონდიდან, რომელიც 2020 წლისთვის იყო განსაზღვრული. ამასთან, ევროპის საინვესტიციო ბანკს დაევალა გადახედოს პირობებს ანკარას ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს