ეროვნული მუზეუმი - კოლექციებსა და ფონდებში დაცულ საგანძურს არანაირი საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი განცხადებას კიდევ ერთხელ ავრცელებს. როგორც მუზეუმში აცხადებენ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებსა და ფონდებში დაცულ საგანძურს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არ შეიძლება დაემუქროს, რადგან მუდმივად მიმდინარეობს ზრუნვა კოლექციების უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების მოვლა-პატრონობაზე.

მათივე განმარტებით, ეს პროცესი არის გამჭვირვალე და მასში ჩართულია არაერთი დაინტერესებული მხარე.

„ამჟამად, ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს რეგულარული სამუზეუმო საქმიანობა - კოლექციების აღრიცხვა-შეჯერების, მონიტორინგისა და გეგმური რესტავრაცია-განახლების პროცესები. სარესტავრაციოდ შერჩეული ნივთის განთავსება ხდება ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, მისი საჭიროებისამებრ, რესტავრაციის, ფიქსაციის ან გაწმენდის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების მუზეუმში, ამჯერად დროებითი გამოფენების დარბაზი დახურულია, იმისათვის რომ დამთვალიერებლისათვის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია იყოს ხელმისაწვდომი, ჩვენი თანამშრომლები პარალელურად აგრძელებენ საგამოფენო საქმიანობას. ხელოვნების მუზეუმის კოლექციები პერიოდულად იფინება ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში მყოფ სიღნაღის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მზადება გამოფენისთვის „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130,“ რომელიც სიღნაღის მუზეუმში 17 ივლისიდან უმასპინძლებს დამთვალიერებელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ საზოგადოების ნაწილთან ერთად მოითხოვს, აიკრძალოს ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რემონტის საბაბით იქ დაცული კოლექციების და განსაკუთრებით ოქროს ფონდის სხვა სივრცეებში გადატანა; მოწესრიგდეს ხელოვნების მუზეუმის XX საუკუნის ოთხმოციან წლებში ფონდსაცავებისთვის აგებული კორპუსი; ამ სივრცეში განთავსდეს ხელოვნების მუზეუმის კოლექციები და ამის შემდეგ, საერთაშორისო სამუზეუმო წესების დაცვით დაიწყოს ისტორიული ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა