ჩეჩნეთში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

ჩეჩნეთში მცირე ზომის თვითმფრინავი „ან-2“ საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი დასახლებულ პუნქტ ნოვოშჩედრინსკაიაში მოხდა. თვითმფრინავი აფრენისას ელექტროგადამცემ ხაზებს წამოედო. ამის გამო ოთხი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

შემთხვევის შედეგად მფრინავი დაშავდა, მას ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი. სახლში მცხოვრები სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა. თვითმფრინავი დაღესტნის მკვიდრს ეკუთვნის.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს