გია ვოლსკი - პოლიციელები გარკვეულ წესებს უნდა ემორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოყალიბდება იგივე ძალადობრივი სისტემა, რაც მოვიშორეთ 2012 წელს

პოლიციელები გარკვეულ წესებს უნდა ემორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოყალიბდება იგივე ძალადობრივი სისტემა, რაც ჩვენ მოვიშორეთ 2012 წელს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა , თუმცა იქვე დასძინა, რომ მუდმივად იმის გამეორება რომ პოლიციელები უნდა დასაჯონ მათზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ემსახურება.

„პოლიციელის ძალადობა ადამიანზე დასჯადია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ერთი რამეც არის: თითოეულმა პოლიციელმა და საერთოდ ამ უწყებამ უნდა იცოდეს, რომ საზოგადოება მათ ენდობა, საზოგადოებას მათი იმედი აქვს, მათი პრინციპულობის და შეუვალობის იმედი აქვს, როცა ეს სახელმწიფოს ინტერესებს ეხება, თუნდაც ძალა იყოს გამოსაყენებელი, მაგრამ არსებობს გარკვეული წესები, რომელსაც უნდა ემორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოყალიბდება იგივე ძალადობრივი სისტემა, როგორიც ჩვენ მოვიშორეთ 2012 წელს. ეს ყველა პოლიციელს უნდა ჰქონდეს სახელმძღვანელოდ. პოლიციელების დათრგუნვას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შეურაცხყოფას ემსახურება მიზნად მუდმივად და ინტერნსიურად იმის გამეორება, რომ პოლიციელები უნდა დაისაჯონ და თან გადაუდებლად. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს თავის პასუხი გაეცემა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა