ასტრონომები ამაღამ მთვარის დაბნელებას დააკვირდებიან

ასტრონომები ამაღამ მთვარის დაბნელებას დააკვირდებიან. მეცნიერების ინფორმაციით, კავკასიაში მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე დააკვირდნენ ამ მოვლენას. შუაღამეს მთვარის მდებარეობა ჰორიზონტის თავზე 20 გრადუსი იქნება. მთვარის დაბნელების მაქსიმალური ფაზა 17 ივლისის 01:31 საათზე დადგება.

ასტრონომიული მოვლენის ნახვა კარგი ამინდის პირობებში შესაძლებელი იქნება ევროპის, აზიის, ავსტრალიის, აფრიკის დიდ ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ამერიკაში.

მთვარის მომდევნო სრული დაბნელების ნახვა, დაახლოებით, ექვსი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი, მანამდე კი არასრული დაბნელებებია მოსალოდნელი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს