გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” დააარსა

ლგბტ თემის მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” დააარსა.

“ამ ბინძური პრაიდის ჩატარების შემდეგ გადაწყდა, რომ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და აგრეთვე ამოიღონ კანონიდან ტერმინი - “გენდერული იდენტობა“, - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფალავანდიშვილის თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან მათი მოთხოვნა შესრულებული არ იქნება, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყება აქციები არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვადასხვა ქალაქებში.

გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა მოთხოვნები. კერძოდ, 1. საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მათ შორის ე.წ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ამოღებულ იქნას სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები: “გენდერული იდენტობა“ და „გამოხატვა და სექსუალური ორიენტაცია” 2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია ე.წ. LGBTQ - არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროვება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება, მათ შორის აღლუმებით, მედიით, სიმბოლიკის გამოყენებით, განათლებით და სხვა.”

საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ხელმოწერი მეტროებთან და ცენტრალურ ქუჩებში შეგროვდება.

„ჩვენს მოძრაობაში შეგნებულად არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ღია ვართ ყველა პოლიტიკური ძალისთვის”, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი