„თიბისი“ სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ჯაზმატარებელი 19 ივლისს გავა

„თიბისი“ სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 19 ივლისს, 08:45 საათზე გავა. ყველას, ვისაც ჯაზფესტივალის მინიმუმ ერთი ბილეთი აქვს, ბათუმში ჯაზმატარებლით ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლია გამგზავრება. ამისთვის მსურველებმა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე უნდა გაიარონ https://www.jazztrain.ge/.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისიდან" აცნობეს, ჯაზმატარებლის მზაგვრებს "თიბისი" სტატუსისგან სიურპირზები, საჩუქრები და მუსიკალური მზგავრობა ელოდებათ.

მათივე ინფორმაციით, ჯაზფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიხსნება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - „The Funk Apostles“ ჩაატარებენ. 19 ივლისს, ჯაზფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“ დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - „ინკოგნიტო“ დახურავს.

„ფესტივალის განმავლობაში ბათუმში, "ივერია ბიჩი" "თიბისი" სტატუსის სანაპიროდ გადაიქცევა. სანაპიროზე მოხვედრა სტატუსის მომხმარებლებისთვის 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი, სადაც დღის განმავლობაში ყველა დამსვენებლისთვის "თიბისი" სტატუსის საზღვაო საჩუქრები დარიგდება; 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, სპეციალურად გამოყოფილ ბარში, სასმელი უფასო იქნება; დღის სხვადასხვა მონაკვეთში კი სხვადასხვა მუსიკალური გაფორმებაა დაგეგმილი.

ჯაზფესტივალის ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE-ზე. "თიბისი" სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი მოქმედებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს