სერგეი ლავროვი - ფრენები საქართველოსთან განახლდება რუსებისთვის საფრთხის აღმოფხვრის შემთხვევაში

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესაძლო გაუქმების საკითხს განხილავს, თუ რუსებს იქ საფრთხე აღარ დაემუქრებათ, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „არგუმენტი ი ფაქტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციას ქვეყანაში და რუსების მიმართ არსებულ საფრთხეს აღმოფხვრის“, - განაცხადა მან და დასძინა, „თუ ეს მოხდება, შეიქმნება აუცილებელი პირობები რუსეთის მიერ მიღებული სიფრთხილის ზომების გაუქმების საკითხის განსახილველად. მათ შორის ეს ეხება ავიაგადაზიდვებს საქართველოში. ჩვენ გვინდა ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთის და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ“.

რუსი მინისტრის სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა ქვეყნის საშინაო საქმეა და რუსეთის ფედერაცია არ აპირებს ამ პროცესში ჩარევას.

„მაგრამ შეუძლებელია არ გვაშფოთებდეს საქართველოს პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენლის მიერ რუსოფობიური განწყობილებების გაღვივების, ჩვენი ხალხების ერთმანეთზე გადაკიდების მცდელობა. ასეთი მოღვაწეები ალბათ, არ უფიქრდებიან იმ ზარალს, რომელსაც თავისი მოქმედებებით აყენებენ საკუთრ ქვეყანას, საკუთარი ხალხის კეთილდღეობას, რაც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების ხარისხზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებისგან ელის „ანტირუსული ისტერიის შემდგომი გაღვივების საფრთხისა და ზიანის სწრაფ გააზრებას. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თბილისში თავის თავში იპოვა ძალა ერთერთი ადგილობრივი ტელეარხის სამარცხვინო გამოხტომის დასაგმობად. ამ არხზე შეურაცხყოფა მიაყენეს რუსეთის პრეზიდენტს, რამაც თვით ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია აღშფოთება“, - აღნიშნა ლავროვმა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი რუსებს მტრებად არ მიიჩნევს.

„სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ზოგიერთი პოლიტიკოსი თავისი ანგარებიანი, კონიუნქტურული მიზნების მისაღწევად ანტირუსულ რიტორიკაში ერთმანეთს ეჯიბრება. დარწმუნებული ვარ, დროსთან ერთად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა აღდგება“, - განაცხადა რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი