ავღანეთში თალიბებთან შეტაკებაში 18 სპეცრაზმელი დაიღუპა, მოკლულია „თალიბანის“ 19 მებრძოლიც

ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პროვინცია ბადგისში ავღანეთის არმიის სპეცრაზმსა და თალიბებს შორის ბრძოლას მსხვერპლი მოჰყვა.

შეტაკება ორშაბათს საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმის 36-მა სამხედრო მოსამსახურემ რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია „თალიბანის“ შტაბბინას შეუტია. ბრძოლა რამდენიმე საათი გაგრძელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 18 სპეცრაზმელი და „თალიბანის“ 19 მებრძოლია დაღუპული. კიდევ 20 თალიბი დაიჭრა. ისლამისტური ორგანიზაციის მებრძოლების ნაწილმა 6 სამხედრო მოსამსახურე დაატყვევა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარზე ინფორმაცია დაადასტურა, ოღონდ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დანაკარგებზე ცნობა არ გაუვრცელებია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს