ზაზა ვაშაყმაძესა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ახალ ხელმძღვანელს  შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძესა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ახალ ხელმძღვანელ, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები და სომხური ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ კირაკოს დავთიანს სომხური ეკლესიის, საქართველოს ეპარქიის ახალ მეთაურად არჩევა მიულოცა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მან სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელწმიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკის, კერძოდ კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა ნაგებობების გადაცემისა და სხვა პროექტების შესახებ, რაც ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების წარმატებულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

არქიმანდრიტმა კირაკოსმა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიას 2002 წლიდან ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ხელმძღვანელობდა. ის 2019 წლის 15 ივნისს არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ჩაანაცვლა. იგი 1982 წელს, ქალაქ თბილისში დაიბადა, მოღვაწეობდა საქართველოში, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სომხურ თემში, ასევე რუსეთში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს