პარლამენტთან აქცია განახლდა

პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა. აქციის ორგანიზატორები და ის ადამიანები, ვინც გიორგი გახარია თანამდებობაზე ყოფას აპროტესტებენ 28-ე დღეა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრებებიან.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი მანამდე არ შეწყვეტენ პროტესტს სანამ გიორგი გახარია დაკავებულ პოსტს არ დატოვებს.

დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია განსხვავებული ფორმატისაა. აქ წარმოდგენილი არის რამდენიმე წიგნის მაღაზია და გამომცემლობა. ორგანიზატორების თქმით, გაყიდული წიგნების რამდენიმე პროცენტი აქციის ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე გადაირიცხება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს