თამარ ალანია ნაზი ჯანეზაშვილს - რატომ უნდა ვთქვა, რომ ლევან მურუსიძე იყო უზურპატორი?!

როდესაც ბატონი ლევანი იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, იმ პერიოდში, რეალურად,ძალიან გაიხსნა სასამართლო სისტემა. და რატომ უნდა ვთქვა, რომ ის იყო უზურპატორი?! - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამრთლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ გასაუბრების დროს ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჯანეზაშვილმა ალანიას შეახსენა 2015 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც იუსტიციის საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე დაინიშნა, ხოლო ჯანეზაშვილის თქმით, ალანიამ მაშინ, მედიაში თქვა, რომ მურუსიძის ამ პოზიციაზე დანიშვნას მხარს უჭერდა, "ვინაიდან ის დამოუკიდებელი სასამართლოს აქტორია".

"როდესაც ბატონი ლევანი იყო საბჭოს წევრი, იმ პერიოდში რეალურად ძალიან გაიხსნა სასამართლო სისტემა. არსებობდა განსხავებული მოსაზრებები და თქვენ თავად ბრძანებედით "მოსამართლეთა ერთობის" დირექტირი, რომელიც ხასიათდებოდა განსხვავებული პოზიციებით. ეს ყველაფერი დუღდა. ბატონი ლევანი თავმჯდომარე იყო და რატომ უნდა ვთქვა, რომ ის იყო უზურპატორი?! აშკარაა, ის ადამიანი ზუსტად იმ დროს იყო, როდესაც ეს ორი განსხვავებული პიზიციები დუღდა", - განაცხადა ალანიამ.

მისი თქმით, როდესაც მოსამართლე გახმაურებულ საქმეს განიხილავს და თუ ეს სტრასბურგის სასამართლოში წავა, ეს ფაქტი არ უნდა გახდეს მოსამართლის დევნის საფუძველი.

"მოსამართლის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი გადაწყვეტილების გამო, თუ სტრასბურგის სასამართლოში წავიდა ეს საქმე და თუ მიღებული იქნა განსხვავებული გადაწყვეტულება ან დადგინდა დარღვევა, ეს არ გახდეს მოსამართლის დევნის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ შეშინებულ მოსამართლეს, რომელიც დღეს ამის გამო იდევნება და ხვალ სხვა რაღაცის გამო და ა.შ", - განაცხადა ალანიამ.

ამ კონსტექტში ალანიას შეკითხვა დაუსვეს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, რომლის განმხილველი მოსამართლე მაშინ უზენაეს სასამართლოში ლევან მურუსიძე იყო.

"არ არსებობს საქართველოში იურისტი, რომელიც იმ დროს მოქმედ სამართალზე დაყრდნობით იტყვის, რომ გირგვლიანის საქმის დაბრუნება შესაძლებელი იყო გამოძიებისთვის. ამიტომ რაღაცეების მოთხოვნა მოსამართლისთვის, რომ ეს გაეკეთებინა და ის გაეკეთებინა, მაპატიეთ ცოტა გულზე მჯიღის რტყმაა. მაშინ ჯერ, ეს ადამიანები მოვიდნენ სასამართლოში, მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება და მერე თქვან რამე", - განაცხადა ალანიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი