თორნიკე რიჟვაძე - პარტია კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას საჭიროებს

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განსაკუთრებით აჭარაში გავამართლოთ მოსახლეობის მოლოდინები, - აღნიშნული განცხადება დღეს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად წარდგენილმა თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.

“პარტია კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას საჭიროებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით შემდეგი წლის არჩევნებისთვის. ბუნებრივია, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკვეთა, რაც მოდის საზოგადოებისგან, ის მოლოდინები, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით აჭარაში, გავამართლოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თორნიკე რიჟვაძემ.

ახალი ინიციატივა, რომელიც აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ეხება, დღეს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

“ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.

“პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, ჩემი კანდიდატურა არის წარდგენილი და ბუნებრივია, ეს პროცესი ფორმალურად გაფორმდება უკვე პარტიის ყრილობაზე“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს