რომან კაკულია - ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, შს მინისტრი გადადგებოდა, მაგრამ ნორმალური ქვეყანა არ არის, რადგან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს არა ოპონირება, არამედ მტრობა

ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, შს მინისტრი გადადგებოდა, მაგრამ ნორმალური ქვეყანა არ არის, რადგან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს არა ოპონირება, არამედ მტრობა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რომან კაკულიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

კაკულიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გახარია ის ადამიანი არ არის, ვინც თანამდებობას არის ჩაბღაუჭებული და თანამდებობაზე რაღაცას ეძებს. მისივე თქმით, ხელისუფლებას უწევს აღიარება იმისა, რომ გახარიას ტიპის სახელმწიფო მოხელეები “მარჯვნივ და მარცხნივ ბევრი არ ჰყავს“.

“ვიდრე არსებობს პოლიტიკური ძალა, ვისაც არსენალში ძალადობა აქვს, ვიდრე ის პოლიტიკური ველიდან არ გავა, გაქვს მაღალი ტოლერანტობა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების მიმართ. ეს არის პრობლემა. გახარიას გადადგომა არგადადგომაც ამ კონტექსტით განიხილება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მან ასევე დასძინა, რომ დარწმუნებულია, ყველაზე მეტად გახარია განიცდის იმას, რაც მოხდა.

“შეიძლებოდა უკეთესად ჩატარებულიყო. ურემი რომ გადაბრუნდა, ყველაფერი გამოჩნდა. ეს რომ თავიდან იყოს გასავლელი, ამ ყველაფრის ტექნიკურ შესრულებას სულ სხვანაირად გაივლიდა. თუ მას ხელში რაღაც სადავეები უჭირავს, რითაც შეუძლია, რომ ეს ისტორია დაასრულოს, გიჩენს შეგრძნებას: მოდით, იქნებ ვაცალოთ! რომ ამბობთ, საქმე სხვამ გააგრძელოსო, გეთანხმებით, თეორიულად ასე უნდა იყოს, მაგრამ ვერ ვართ ამ დონეზე და სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი გახარია არ გვყავს. ამიტომ ამ ადამიანზე ვართ კონცენტრირებული. ამ პროცესიდან ველოდები დამთავრებას, ამ ქვეყანაში გადამტრიალებლები არსებობენ თუ არ არსებობენ. ამის გარეშე წინ ვერ მივდივართ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა