ეკონომიკის სამინისტროს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის" გასხვისებისთვის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაევალა

ეკონომიკის სამინისტროს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" გასხვისებისთვის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაევალა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" 100%-იანი წილის აუქციონის გზით გასხვისებისთვის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

უწყებამ ელექტროსადგურის გაყდვის გეგმა, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან" ერთად უნდა მოამზადოს. განკარგულებოს თანახმად, რომელიც 10 ივლისსაა გამოცემული და ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, ქარის ელექტროსადგურის გასხვისების გეგმა მომზადების შემდეგ მოწონების მიზნით მთავრობას უნდა წარედგინოს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების პრივატიზების გეგმებზე საუბრისას გასულ თვეს განუცხადა, რომ " ქართლის ქარის ელექტროსადგური", ერთი თვის-თვენახევრის ვადაში გასხვისდებოდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს