შოთა გეწაძე - ბევრი რამის გამო უნდა გავხდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე მიიჩნევს, რომ უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე "ბევრი რამის გამო" უნდა გახდეს. როგორც მან იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის ამომწურავად უპასუხოს გასაუბრების დროს დასმულ ყველა შეკითხვას.

„მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას. ნორმალური განწყობა მაქვს, მოტივირებული და დადებითი. ბევრი რამის გამო უნდა გავხდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რაზეც უკვე დეტალურად ვიტყვი გასაუბრების დროს. თქვენ საშუალება გაქვთ, ამას მოუსმინოთ. ლოგიკური, გონივრული და სამართლიანი მოლოდინის გარეშე განცხადებას არც შემოვიტანდი კონკურსზე", - განაცხადა შოთა გეწაძემ.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ანბანის პრინციპით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა