თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოხსნა დამოკიდებულია ქიბარ ხალვაშზე

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოხსნა დამოკიდებულია არა სახელმწიფოზე, არამედ ტელეკომპანიის მესაკუთრეზე - ქიბარ ხალვაშზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „რუსთავი2“ - ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მისი თქმით, ახალი მესაკუთრის გადასაწყვეტია, როდის მოხსნის აღსრულების შემჩერებელ მექანიზმს.

„სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის შეიძლება შეჩერების შესახებ მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს. ეს მთლიანად დამოკიდებულია ტელეკომპანიის იმ მესაკუთრეზე, რომელიც უზენასი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, არის ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია. ამასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ერთხმად თქვა, რომ საკუთრების უფლება არ დარღვეულა, რომ სამათლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა და აქედან გამომდინარე, ახალ მესაკუთრეს აქვს თავისი გადაწყვეტილების თავისუფლება, რაზეც თავად გვეტყვის, ალბათ.

რაც შეეხება იმას, კმაყოფილი ვართ თუ არა, ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს, რისი მოლოდინიც ჩვენს მხარეს ჰქონდა. ჩვენ მიერ სხვადასხვა დროს წარდგენილი 400-ზე მეტ გვერდიანი შესაგებლები, სრულად იქნა გაზიარებული ეროპული სასამართლოს მიერ და დადგინდა, რომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები სამართლიანი და სანდო იყო,“ - განაცხადა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო:

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს