თსუ-ს რექტორი - EQAR-ის წევრობა საქართველოს განათლების სისტემის უდიდესი აღიარებაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირება პოზიტიურად შეაფასა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც შარვაშიძემ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება, გაიზრდება უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება, ისწავლონ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება მიიღონ.

„EQAR-ის წევრობა ნიშნავს, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს არ ექნებათ ევროპაში დიპლომის ცნობისა და აღიარების პრობლემა და ეს საქართველოს განათლების სიტემის უდიდესი აღიარებაა. ეს არის ის ლოგიკური ნაბიჯი, რომლითაც დასრულდა ჩვენი დაახლოება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ , - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს