„თავისუფალი საქართველო“ - იმედი გვაქვს, „რუსთავი 2“-ის პრაქტიკა სხვა დაზარალებული მესაკუთრეების საქმეებზეც გავრცელდება

გვსურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მოქალაქეებისთვის ბიზნესისა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევას მასიური სახე ჰქონდა და „რუსთავი 2“ არ არის ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი. სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში, ქართული მართლმსაჯულება არ აღმოჩნდა ასეთივე სწრაფი და ეფექტური, როგორც ეს მოხდა ძმები ყარამანიშვილების და ქიბარ ხალვაშის დავის დროს, - ასე ეხმაურება „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა.

იგი იმედოვნებს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის საქმის პრაქტიკა გავრცელდება ყველა სხვა დაზარალებულზე და ყველა კანონიერი მესაკუთრე შეძლებს უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას.

„თავისუფალი საქართველო“ უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ყველა დაზარალებულ მესაკუთრეს, რათა მათ საკუთარი უფლებების აღდგენა მოახდინონ ზუსტად იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაც მართლმსაჯულების სისტემის მიერ გამოყენებული იყო კომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს