კოჯრის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის გამგეობამ კოჯორში, იუნკერების ქუჩაზე, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. სკვერის ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდა და სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო, ხოლო არსებული კიბეები ბაზალტის ქვებით მოპირკეთდა. მოეწყო ფიტნეს და საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი, მათ შორის, ადაპტირებული საქანელა შშმ პირებისთვის. სკვერში, ასევე, მოეწყო განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და ადაპტირებული წყარო.

„აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობებს და ქართველი პოეტისა და სამხედრო მოღვაწის, გრიგოლ ორბელიანის მონუმენტს. რეაბილიტირდა სკვერში მდებარე მინი სპორტული მოედანი.

ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები - მწვანე ნარგავებისთვის შესაბამისი ზონები გამოიყო, სადაც ტუიას, კვიდოს, უთხოვარისა და წყავის ნერგები დაირგო. ხვიარა ვარდებისთვის კი ლითონის კონსტრუქციები დამონტაჟდა, რის გასწვრივაც საბაღე სკამები და ურნები დაიდგა. შესაბამისი ინვენტარი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა. კოჯრის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 440 ათასი ლარი დაიხარჯა“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა