დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე - სამართლიანობა აღდგება მაშინ, როცა “რუსთავი 2” დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ დავით დვალის მიერ მიწოდებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავენ, თუმცა ამასთანავე, მიიჩნევენ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული “რუსთავი 2” დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ “რუსთავი 2”-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით - სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული “რუსთავი 2” დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, - ნათქვამია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალით განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს