პაატა სალია - ჟურნალისტების საქმიანობასა და სარედაქციო პოლიტიკის ნაწილში არ ვერევი და არც ქიბარ ხალვაში ჩაერევა

იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც განმისაზღვრა ბატონმა ხალვაშმა, თანახმა ვარ დავინიშნო დირექტორად, - ასე გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის პოსტზე მისი დანიშვნის შეთავაზებას ადვოკატი პაატა სალია.

„ერთადერთი რა პოზიციაც ხალვაშმა დააფიქსირა, ეს არის, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება სურს და მის ნაცვლად გენერალურ დირექტორად სურს ჩემი დანიშვნა. ჩემი პოზიცია მას დავუფიქსირე და თვითონაც გააჟღერა, რომ ჩემი ფუნქციები შემოსაზღვრული იქნება უფრო სამართლებრივი ნაწილით და იმ ნაწილით, რაც დაკავშირებულია კომპანიაში აუდიტის ჩატარებასთან, კომპანიის მდგომარეობის დადგენასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჟურნალისტების საქმიანობას, სარედაქციო პოლიტიკას, ამ ნაწილში მათ სრული თავისუფლება აქვთ, ამაში არ ვერევი და არ ჩაერევა ქიბარ ხალვაში. ის ამას აცხადებს და წერილობით გაავრცელა განცხადება. დვალის ნაწილშიც გააკეთა განცხადებები და ალბათ კონსულტაციები შედგება და გაირკვევა ეს საკითხიც. მაქსიმალურად იქნება პროცესი გახსნილი", - განაცხადა სალიამ.

"დირექტორის შეცვლა არ არის რთული პროცედურა" - პაატა სალიას კომენტარი საჯარო რეესტრის მიერ ქიბარ ხალვაშის "რუსთავი 2"-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების შემდეგ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა