გიგი უგულავას ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმების შემთხვევაში, არხზე "პირველი არხიდან“ დესანტის გადასხმა მოხდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმების შემთხვევაში, არხზე "პირველი არხიდან“ დესანტის გადასხმა მოხდება". როგორც უგულავამ აღნიშნა, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„ვასილ მაღლაფერიძე, როგორც საზიზღრული ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმომადგენელი ჩართულია იმ პროცესში, რომ ნაწილი ვინც არ მოსწონს, ან ვინც შეიძლება უფრო მეტად სანდოდ მიაჩნია ხელისუფლებას, დესანტირებული იყოს „რუსთავი 2“-ში, მიუხედავად იმისა, რომ ქიბარ ხალვაში საუბრობს, რომ არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას. თუ ხელისუფლება წავა ვაბანკზე და გადაუფორმებს ხალვაშს ტელევიზიას დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე, ორ კვირაში დაინახავთ მიგრაციას და კითხვები აღარ გექნებათ. გამოვრიცხავ, რომ ეს დეზინფორმაცია იყოს, ვინაიდან ვიცი, ეს 100%-ით. თქვენ თავად ნახავთ, რომ ორ კვირაში იმუშავებენ მათ შორის პირველი არხიდან დესანტირებული ადამიანები", - აღნიშნა უგულავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს