პაატა სალია - ნიკა გვარამია ამბობს, რომ გათავისუფლდება, ვიდრე ფულს არ მიიღებს, ასეთი რაღაც სამართლებრივად ნონსენსია

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას კონტრაქტთან დაკავშირებით სასამართლო დავა გაიმართოს. სალიას თქმით, ის ნიკა გვარამიას კონტრაქტს არ იცნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გვარამიას განცხადება, რომ თანხის გადახდის გარეშე მისი გათავისუფლება შეუძლებელია - სამართლებრივად ნონსენსია.

"მე არ ვიცნობ ამ ხელშეკრულებას. სამართლებრივ შეფასებას მას შემდეგ გავაკეთებ, რაც გავეცნობი, თუმცა ის, რაც ცხადდება ზეპირად, ვფიქრობ, დაუსაბუთებელია. სამართლებრივად არ არსებობს იმგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, რასაც ნიკა გვარამია აძლევს. ის ამბობს, რომ ვერ იქნება გათავისუფლებული, ვიდრე ფულს არ მიიღებს. ასეთი რაღაცა სამართლებრივად ნონსენსია. მისი ეს განცხადება არ არის დამაბრკოლებელი გარემოება. სასამართლოში დავას რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე. არხის მესაკუთრემ დააფიქსირა პოზიცია, რომ მას სურს გაათავისუფლოს მოქმედი გენერალური დირექტორი. თანხის გადახდას რაც შეეხება, ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ, პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ ეს დავა წარიმართება სასამართლოში და სასამართლო რაიმე ტიპის კომპენსაციას დაგვაკისრებს, მაშინ ამას შევასრულებთ,"- განაცხადა პაატა სალიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა