დავით მათიკაშვილი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების წარმატებაა

ქართული მართლმსაჯულების წარმატება და სამართლიანობის მაღალი, ევროპული სტანდარტის დემონსტრირება - მე ასე შევაფასებდი სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას.

მისივე განცხადებით, „აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში, სინამდვილეში არა „რუსთავი 2“, არამედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ ისინი, კიდევ ერთხელ, უკვე, საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დამარცხდნენ საქართველოსთან“.

„მრავლის მეტყველია, რომ დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან მიმართებაში სამ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება და სამივე საქმეში დადასტურდა სააკაშვილის მოძალადე ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. კერძოდ, საკუთრების უფლების დარღვევის, სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიმართულებით“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს