ბარონ დე ბაის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა.

სამუშაოების ფარგლებში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის თანახმად, საგზაო ინფრასტრუქტურა საერთო ჯამში, 8 615 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება.

საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„მიმდინარე წელს, დიდი დიღომში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. უკვე სამი ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა, ოთხ ქუჩაზე კი საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორისაა, ბარონ დე ბაის ქუჩა, რომლის რეაბილიტაციის შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და გრუნტის გზის ნაცვლად, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1 244 370 ლარია, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ აწარმოებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი