კახა კუკავა - იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავს „პროდასავლურ ლიდერებად“ აცხადებენ იმის მოსმენა, რომ სტრასბურგის სასამართლო პუტინმა მოისყიდა, სასაცილოა

სასაცილოა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავს „პროდასავლურ ლიდერებად“ აცხადებენ იმის მოსმენა, რომ სტრასბურგის სასამართლო პუტინმა მოისყიდა, - ასე ეხმაურება „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მოსაზრებას, რომელმაც განაცხადა, რომ სტრასბუგის სასამართლომ გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის გავლენით მიიღო.

მისი თქმით, რიგ შემთხვევებში „პროდასავლური ლიდერები“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს მთავარ არგუმენტად იყენებენ, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში მზად არიან, რომ ევროპული ინსტიტუტები პუტინის მონებად გამოაცხადონ.

„სასაცილოა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავს „პროდასავლურ ლიდერებად“ აცხადებენ იმის მოსმენა, რომ სტრასბურგის სასამართლო პუტინმა მოისყიდა. ეს ის ხალხია, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მთავარ არგუმენტად იყენებს, როცა საქმე ლგბტ თემის ან სხვა უმცირესობების ინტერესებს შეეხება, ხოლო როცა სახეზე გვაქვს მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება - მზად არიან, ევროპული ინსტიტუტები პუტინის მონებად გამოაცხადონ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ე.წ. „პროდასავლურები“: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, გიგა ბოკერია, ბერძენიშვილები და ა.შ. - სინამდვილეში ჩვეულებრივი ჰომოსოვეტიკუსები არიან და ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირის“ ერაში იმყოფებიან,“ - აცხადებს კახა კუკავა.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა