თამარ ხულორდავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან საქართველოში პეტრ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს. საუბარი ამასთანავე დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს, ევროპულ მისწრაფებებს, რაშიც ჩვენს ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

„ვისაუბრეთ ასევე პარლამენტის როლზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთეთ ევროკავშირთან ურთიერთობის შედეგად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის უკეთ ათვისების, ამ პოტენციალის უკეთ გამოყენების შესაძლებლობებზე,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზეც ისაუბრეს.

„რამდენიმე ჩეხური კომპანია უკვე საქმიანობს საქართველოში, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ჩეხეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გავზარდოთ, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. როგორც ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, ამისათვის საქართველოში ძალიან კარგი სამართლებრივი გარემო და პირობები არის შექმნილი. ის მოწოდებულია, რომ ჩვენთან ჰქონდეს ძალიან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა. გამოიკვეთა კონკრეტული საკითხებიც, რომლებზეც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალში,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი