გიორგი მშვენიერაძე - დირექტორის შეცვლა არ უნდა ახდენდეს მყისიერ გავლენას „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაზე

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკვე მოცემულობა, რომელი მოცემულობიდანაც უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, - ამის შესახებ "დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები იყვნენ დაცულები იმისგან, რომ მათ საქმიანობაში არ მოხდეს ჩარევა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონმა ქიბერ ხალვაშმა მოახერხა და დაირეგისტრირა წილი საკუთარ საკუთრებაში. დღესვე იგეგმება დირექტორის შეცვლა და ეს არ უნდა ახდენდეს მყისიერ გავლენას არხის სარედაქციო პოლიტიკაზე და ამან არ უნდა მოახდინოს მყისიერი გადაწყვეტილება ჟურნალისტების საქმიანობაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ თუ მოხდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, ეს დამაზიანებელი იქნება მთელი ქვეყნისთვის.

"ქვეყნისთვის ეს გადაწყვეტილება და შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ არის კარგი, იმიტომ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკა იყო კრიტიკული ხელისუფლებისადმი და ეს კრიტიკა ქმნიდა აზრთა სხვადასხვაობის და დისკუსიის შესაძლებლობას ჩვენს საზოგადოებაში. თუ ეს კრიტიკა შეწყდება, უნდა ჩავთვალოთ რომ ეს იქნება დიდი დანაკლისი ქართული დემოკრატიისთვის, იქნება ძალიან დამაზიანებელი თავად ხელისუფლებისთვისაც, და იქნება დამაზიანებელი მთლიანად ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვისაც“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს