პაატა სალიას განცხადებით, ნიკა გვარამიას კონტრაქტს არც თავად იცნობს და არც ქიბარ ხალვაში

ნდობის მოპოვება ერთ წუთში და ერთი ჩემი საუბრით აქ ვერ მოხდება. მე ამის ილუზია არ მაქვს, - ამის შესახებ „რუსთვი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჟურნალისტები დარწმუნდებიან, რომ „მათ არავინ ეხება“.

„ნდობის მოპოვება ერთ წუთში და ერთი ჩემი საუბრით აქ ვერ მოხდება. მე ამის ილუზია არ მაქვს, ნდობა გამოჩნდება, ჩემი აზრით და დარწმუნდებიან ჟურნალისტები, რომ არავინ მათ არ ეხება. ამას დრო სჭირდება. გაერკვევით, ნახავთ“ , - განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, მისი თქმით, ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიასთან ურთიერთობას არ აპირებს. ასევე, პაატა სალიას განმარტებით, ნიკა გვარამიას კონტრაქტს არც თავად და არც ქიბარ ხალვაში არ იცნობს.

„მე როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაშის პოზიცია ნიკა გვარამიასთან არის ცალსახა. დანარჩენთან დაკავშირებითაც არის ცალსახა. ნიკა გვარამიასთან არ აპირებს ურთიერთობას, დანარჩენთან პრობლემა არ აქვს.“ - განაცხადა პაატა სალიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს