IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უმთავრეს პრობლემად უმუშევრობისა და საქართველოზე რუსეთის გავლენას მიიჩნევს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის უმთავრეს პრობლემად უმუშევრობისა და სხვა ეკონომიკურ სიძნელეების მიღმა, საქართველოზე რუსეთის გავლენას მიიჩნევს.

IRI-ის განმარტებით, კვლევა არ მოიცავს 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. თუმცა მისი შედეგები წარმოაჩენს მოსახლეობის იმედგაცრუებას რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკასთან მიმართებაში, ასევე იმედგაცრუებას ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაციის გამო.

„საქართველოს მოსახლეობა შეწუხებულია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით, რომელსაც ბევრი მათგანი განიცდის საკუთარ ჯიბეზე. გადაუჭრელი ეკონომიკური პრობლემების გამო შექმნილმა სტაგნაციის განცდამ მოსახლეობაში, შესაძლოა შექმნას მყიფე პოლიტიკური გარემო, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მოსკოვიდან წნეხი გაძლიერებულია. უმნიშვნელოვანესია, პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ ამომრჩევლების ამ ფუნდამენტური და ხანგრძლივი პრობლემის გადასაჭრელად,”- აცხადებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი სტივენ ნიქსი.

კვლევის თანახმად, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობის 73 პროცენტი ქვეყნის უმწვავეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, რომელსაც ჩამონათვალში ცხოვრების ხარჯები (34 პროცენტი) და სიღარიბე (28 პროცენტი) მოსდევს.

ამასთან, წინა კვლევის შედეგების მსგავსად, გამოკითხულთა 40 პროცენტი აღნიშნავს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში არ შეცვლილა, ხოლო 49 პროცენტისათვის ფინანსური მდგომარეობა ამავე პერიოდის განმავლობაში გაუარესდა.

იხილეთ ვიდეო: მოსახლეობის უმრავლესობა უმთავრეს პრობლემად უმუშევრობისა და რუსეთის გავლენას მიიჩნევს -IRI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა