იური ვაზაგაშვილის და - ჩემი ძმა  შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო და ამიტომაც გადადო თავი, ყოველთვის იძახდა, შევეწირები ამ საქმესო და შეეწირა კიდეც

იური ყოველთვის იძახდა, შევეწირები ამ საქმეს და შეეწირა კიდეც - გაიგოს საზოგადოებამ, რომ ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" რეპრესიული პოლიტიკა იყო, - ამის შესახებ ზურა ვაზაგაშვილის მამიდამ, მანანა ვაზაგაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იყო მოლოდინი, რომ დადგებოდა გამამართლებელი გადაწყვეტილება ვაზაგაშვილების სასარგებლოდ.

„იური დარწმუნებული იყო შვილის უდანაშაულობაში და ამიტომაც გადადო თავი, ყოველთვის იძახდა, შევეწირები ამ საქმესო და შეეწირა კიდეც. იმ ქვეყანაში რა პასუხი გავცე ჩემს შვილსო. ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო ამ დღეს. კი, დაამტკიცა თავისი შვილის უდანაშაულობა. მუდმივად ისმოდა შეურაცხყოფა - როგორია მამისთვის, რომელსაც უდანაშაულო შვილი დაუხვრიტეს, მუდმივი შეურაცხყოფა, რომ იყო - ყაჩაღი, ქურდი და ა.შ. რამდენჯერაც ასე დასწამეს ცილი, იმდენჯერ წარადგინა იურიმ მტკიცებულება, რომ ეს ასე არ იყო. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, გამართლებულიყო ზურიკო და ეს ლაქა ჩამოერეცხა, დამტკიცებულიყო, რომ უდანაშაულო იყო. ამას იური ვერ მოესწრო", - განაცხადა მან.

როგორც მანანა ვაზაგაშვილმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილს კომპენსაცია არ მოუთხოვია.

"როგორც ვიცი, იურის თანხა არ მოუთხოვია, მაგრამ ეტყობა, ეს წესია. შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან მუდმივად, დღემდე ეგონათ, რომ ზურა დამნაშავე იყო. ათასი ცილისწამება მოდიოდა ჩვენი მიმართულებით, დღესაც გრძელდება. ნახოს, გაიგოს საზოგადოებამ, იმ ხალხმა, ვისაც ეჭვი ეპარებოდა ჩემი ძმისშვილის უდანაშაულობაში და მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი იყო "ნაციონალური მოძრაობის" რეპრესიული პოლიტიკა. ჩემმა ძმამ გაიმარჯვა იმ ქვეყანაში და მინდა, მივულოცო მას, ალბათ მისი სული ამას გრძნობს", - აღნიშნა მანანა ვაზაგაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს