უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, თამარ ბურჯანაძის აზრით, მაშინ როცა ერთსა და იმავე დანაშაულზე სასამართლოს მკაცრი სასჯელი გამოაქვს, თუმცა ამავე დანაშაულზე ხდება ამნისტია ან შეწყალება, ეს ფაქტი შესაძლოა, საზოგადოებაში იმგვარად იქნას აღქმული, რომ "სასამართლო მის მიმართ მკაცრია".
აღნიშნულის შესახებ მოსამართლეობის კანდიდატმა სხდომაზე გასაუბრების დროს, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. უფრო კონკრეტულად, ონიანის კითხვა იყო შემდეგი ტიპის:
"მაგალითად, ერთი და იმავე დანაშაულზე სასამართლო მკაცრ სასჯელს იყენებს და აღმასრულებელი ხელისუფლება ამ დანაშაულზე ამნისტიას ხშირად იყენებს, ან პრეზიდენტი ძალიან ხშირად იწყალებს ერთი და იმავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. შეიძლება, თუ არა ეს ჩაითვალოს სასამართლო ხელისუფლებაში, რაღაც ნიშნებით ჩარევად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან?!",- მიმართა ამ კითხვით თამარ ომიანმა ბურჯანაძეს.
კანდიდატმა უპასუხა, თუ რა შესაძლო აღქმა ექნება საზოგადოებას.
"ალბათ, საზოგადოებას ჩამოუყალიბდება ის აღქმა, რომ სასამართლო მის მიმართ იყო მკაცრი ანუ ჩარევის ნიშნებს შესაძლოა, შეიცავს",- განაცხადა თამარ ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, თამარ ბურჯანაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლეა. ის უზენასი სასამართლოს მოსამარათლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.