ოთარ მეღვინეთუხუცესი - დაუშვებელია, მოლაპარაკება ხალხთან აწარმოოს იმ ხელისუფალმა, რომელმაც დაღუპა საქართველო

მოლაპარაკებაზე წასვლა იმ ხალხთან, ვინც დაღუპა საქართველო, ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება ქართველ საზოგადოებას კიდევ ერთ შანსს აძლევს,; - ეს განცხადება მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ საზოგადოებრივ შეკრებაზე განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად დაუშვებელია, რომ მოლაპარაკება ხალხთან და საზოგადოებასთან აწარმოოს იმ ხელისუფალმა, რომელმაც პირწმინდად დაღუპა საქართველო.

“მგონია, რომ ჩვენ მხოლოდ ხალხს უნდა დავუჭიროთ მხარი და მხოლოდ მათი მოთხოვნა არის ლეგიტიმური. არასოდეს დამიმალავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩემთვის პრეზიდენტი; არც ის დამიმალავს, რომ ამ კაცის მოსაშორებლად უფრო რადიკალური ნაბიჯების მომხრეც ვარ. თუმცა, დაე იყოს ისე, როგორც ხალხს სურს”, _ განაცხადა ოთარ მეღვინეთუხუცესმა. M

მსახიობის აზრით, ქართველი ხალხი მაინც მოახერხებს საკუთარი სურვილის გატანას და არ ღირს მისთვის ყურის არდაგდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ