პროკურორი ლევან ჯიქურზე - არაფერი განსაკუთრებული ბრალდებულს არ დამართნია, გონება არ დაუკარგავს

არაფერი განსაკუთრებული ბრალდებულს არ დამართნია, გონება არ დაუკარგავს, - ასე გამოეხმაურა ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული ბრალდებულის, ლევან ჯიქურის ადვოკატის განცხადებას საქმის პროკურორი, გიორგი მუკბანიანი.

როგორც ის აცხადებს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიქურის ადვოკატის მხრიდან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

"ადგილი ჰქონდა დაცვის მხარის მხრიდან მცდელობას, დაემძიმებინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმების რეკომენდაციით და დასკვნით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია. რაიმე განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევებს არ საჭიროებს. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებას, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა ის. მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები. შესაბამისად, გაზიარებულ იქნა ჩვენი შუამდგომლობა.

არაფერი განსაკუთრებული ბრალდებულს არ დამართნია, ჩვეულებრივად გრძნობდა თავს, უბრალოდ, ადვოკატი აცხადებადა, რომ ბრალდებული შეუძლოდ გრძნობდა თავს. თვითონაც პერიოდულად აცხადებდა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. თუმცა, სხდომაზე აღნიშნული არ განუცხადებია. გონება არ დაუკარგავს, ჩვეულებრივად მომდონარეობდა სხდომა”, - განაცხადა მუკბანიამა.

ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია