IRI-ის კვლევის მიხედვით, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამოკითხულთა 28 % ეთანხმება, 24 % - არა

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად ეთანხმება გამოკითხულთა 28%, თუმცა საკმაოდ მაღალია იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს - ამ მოსაზრების მხარდასაჭერად ხმა გამოკითხულთა 24%-მა მისცა.

ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ნაწილობრივ ეთანხმება 24%, ნაწილობრივ არ ეთანხმება 12%.

კითხვაზე: უჭერენ თუ არა მხარს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, პასუხი არ იცის ან პასუხის გაცემას თავს არიდებს გამოკითხულთა 12%.

კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს