„თელასმა“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მასალები, ხელსაწყოები და მოწყობილობები გადასცა

კომპანია “თელასმა” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტს 86 დასახელების მასალა, ხელსაწყო, მოწყობილობა და 4 სასწავლო სტენდი გადასცა.

აღნიშნული დახმარება კომპანია “თელასმა” საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაუწია, რომელსაც მხარეებმა ხელი 2018 წლის ივნისში მოაწერეს და დოკუმენტი 2023 წლამდე მოქმედებს. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, „თელასის“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების დანერგვას.

„კომპანია თელასი ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს მეცნიერების და განათლების სფეროს განვითარებას. ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და დღევანდელი დახმარებაც არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი”, - განაცხადა “თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანის გია არაბიძის განცხადებით, ხელსაწყოები და სტენდები სტუდენტებს დაეხმარება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

„დღეს მოხდა იურიდიული გაფორმება იმ სტენდებისა, რომლებიც აუცილებელია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ლაბორატორიების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის. ეს არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან უმაღლესი სასწავლებელი და დამსაქმებელი ანუ ენერგეტიკული კომპანიები. ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა „თელასთან“, რაც გულისხმობს, არამარტო ჩვენი სტუდენტების პრაქტიკაზე გაშვებას და დასაქმების პრობლემების მოგვარებას, არამედ მათთვის ხელშეწყობას, მაგალითად ლაბორატორიების შექმნა, კონფერენციების მოწყობა და ა.შ.“,- განაცხადა არაბიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს