აქციის დაკავებული მონაწილე სოსო ბაჯელიძე - ხელზე ნაიარევი მაქვს, 20 ივნისს სპეცრაზმელმა ფარი ჩამარტყა ხელში

ხელზე ნაიარევი მაქვს, 20 ივნისს სპეცრაზმელმა ფარი ჩამარტყა ხელში. გამწარებული ვცდილობდი ჩაფხუტის მოხსნას, - ამის შესახებ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სოსო ბაჯელიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ამ წუთებში, თბილისის საქალქო სასამართლოში ლევან ბაჯელიძისა და ცოტნე ცოტნიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პირებთან ერთად დაკავებულ აქციის კიდევ ერთ მონაწილე ლევან ჯიქურს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა, სადაც ბრალდებულია მოთავსებული.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს