ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ იაპონიაში, ანიმეს სტუდიაში ხანძარი ნოველის მოპარვის გამო გააჩინა

იაპონიის კიოტოს ანიმეს სტუდიაში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა. დაკავებისას მან პოლიციას განუცხადა, რომ ანიმეს სტუდიამ მას ნოველა მოპარა, რის გამოც ცეცხლი გააჩინა. ეჭვმიტანილი დაშავებულია, მას ფეხები და მკერდი აქვს დამწვარი.

ადგილობრივი გაზეთის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა სწრაფად აალებადი სითხე მეორე სართულზე დაასხა, ცეცხლი მოუკიდა შეძახილით „მოკვდით!“ და შენობა დატოვა. სამსართულიან შენობაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. 33 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა.

ეჭვმიტანილს შესაძლოა სიკვდილი მიუსაჯონ.

ამ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი „კიოტო“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმეს სტუდიაში ხანძრის გამჩენს სიკვდილით დასჯა ემუქრება

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს