აქციის დაკავებული მოსამართლე სოსო ბაჯელიძე პროცესზე - 20 ივნისის აქციაზე ვიმყოფებოდი ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო

20 ივნისის აქციაზე ვიმყოფებოდი ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე 24 წლის სოსო ბაჯელიძემ განაცხადა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, თუ რა მოხდა 20 ივნისის ღამეს და თავად რა მოქმედებებს ასრულებდა.

"პატივცემულო მოსამართლევ, მე გახლავართ ბათუმის საზღვაო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი. 20 ივნისის აქციაზე ვიმყოფებოდი ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო, აქციაზე მონაწილეობისას ჩემდაუნებურად წინა რიგებში მოვხვდი, რა დროსაც ნიკა მელია მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად შესულიყვნენ პარლამენტში. სპეცრაზმელმა გამოიყენა ფარი, რომელიც ჩამარტყა ხელში. 1 თვეა გასული და ახლაც მტკივა, გამწარებული ვცდილობდი ფარი და ჩაფხუტი წამერთმია", - განაცხადა ბაჯელიძემ.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რითი შეძლებდა გირაოს თანხის გადახდას, ბრალდებულმა უპასუხა, რომ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და ასევე თხილიდან შემოსავალი.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო ბაჯელიძისა და ცოტნე ცოტნიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია