გრიგოლ ვაშაძე - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - “რუსთავი 2”-ით იქნება თუ მის გარეშე, არჩევნებს მოვიგებთ და ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეებს

პირობას გაძლევთ, “რუსთავი 2”-ით იქნება თუ მის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებთ, ამ არჩევნებს მოვიგებთ და ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეებს, - ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ ბრიფინგზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

„ერთი რამ მინდა გითხრათ: „რუსთავი 2“ არ არის კილომეტრობით კაბელები, არ არის მხოლოდ აპარატურა, არ არის მხოლოდ გადაცემები, სავაჭრო ნიშანი თუ ლოგო, „რუსთავი 2“ უპირველეს ყოვლისა, ეს არის იდეოლოგია და როდესაც ვამბობთ, რომ ქიბარ ხალვაში ვერასდროს გახდება მისი მფლობელი, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს, რომ მის ხელში, ოლიგარქატის ხელში, ტელევიზია ვერ შეასრულებს იმ ფუნქციასა და როლს, რომელსაც საზოგადოებისთვის ასრულებდა,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და იქვე პარტიის მხარდამჭერებსა და ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ ახლა სასოწარკეთის დრო არ არსებობს.

„ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე ღირსეულ პასუხს გავცემთ და დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას, ხელისუფლებაში მოსული პროდასავლური პარტიები დაუბრუნებენ ტელევიზიას მაყურებელს, დაუბრუნებენ ქვეყანას მოქალაქეებს, დაუბრუნებენ განვითარებას ეკონომიკას და ადამიანის უფლებებს საზოგადოებას. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ საათზე 12-ს რამდენიმე წუთი უკლია, პირობას გაძლევთ “რუსთავი 2”-ით იქნება თუ მის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებ, ამ არჩევნებს მოვიგებთ და ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეებს, არასდროს კერძო საკუთრება აღარ გახდება ხელყოფის საგანი,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა