დავით მათიკაშვილი - თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზაა: თუ „რუსთავი 2“ ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ

თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზაა: თუ „რუსთავი 2“ ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა აღნიშნა და განმარტა, რომ „შაბათის კურიერის“ ეთერი მის პერსონასაც ეთმობა.

როგორც დავით მათიკაშვილი ამბობს, „მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე მასზე არიან დაბოღმილები“ და ეთერსაც ამიტომ უთმობენ.

„თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზაა: თუ „რუსთავი 2“ ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ. ამიტომ, უფრო უნდა გაგიხარდეს ეს ამბავი, ვიდრე გეწყინოს. სააკაშვილი - გვარამია - მელაძის „ტროიკა" აშკარად ძალიან დაიბოღმა ჩემზე, რადგანაც გადაწყვიტეს, რომ შაბათის „კურიერის" ესოდენ „მნიშვნელოვანი“ საეთერო დრო, უკვე მეორედ დაუთმონ ჩემს პერსონას. საინტერესოა, საჯაროდ გამოქვეყნებული დეკლარაციის მნიშვნელობა თუ იცის ნოდარ მელაძემ? ეჭვი მეპარება, რომ ბოლომდე ჰქონდეს დეკლარაციის საჯაროობის არსი გააზრებული და თუ მაინც იცის, სააკაშვილისეული "ზონდერ მივარდნების" ნაცვლად, თუ მართლა ვინმეს რამე აინტერესებს, ჯერ დეკლარაციის ავტორს უკავშირდებიან და შემდეგ დგამენ მომდევნო ნაბიჯებს და არა ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორი იქცევა: ჯერ სიუჟეტს ამზადებს, ტყუილებით გაჯერებულს და შემდეგ, ისევ და ისევ დემაგოგიისთვის ურეკავენ სიუჟეტის გმირს. საქართველოში არ ვიმყოფები, ვიქნები კვირას დილით, მაგრამ ვიცი, რომ მელაძემ მათიკაშვილის წინააღმდეგ "მეორე სერია" დააანონსა და ეს ყველაფერი ხვალ "შაბათის კურიერის" მეშვეობით გავა ეთერში.

მოკლედ გეტყვით, რაც ხდება: კომპანია, რომელიც დეკლარილებულია საჯაროდ და რომლის საქმიანობის შედეგადაც, თუ გნებავთ ნუ დამიჯერებთ, მაგრამ ერთი თეთრიც არ ამიღია (თუ არადა, ეს ინფორმაციაც საჯაროა და დაინტერესებულ პირს შეუძლია შემოსავლების სამსახურიდან სრული ინფორმაციის გამოთხოვა) რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და რესტორნებს და კლინიკებს ეხმარება ჰიგიენის დაცვაში. მოგეხსენებათ, კერძო კომპანიამ, წესით, მოგება უნდა მოუტანოს დამფუძნებელს და სწორედ იმიტომ, რომ ამას ვერ ახერხებს, ყოველ წელს იმ სულისკვეთებით ვიბარებ ანგარიშებს, რომ დავხურო არარენტაბელური საწარმო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ და იცით რატომ? იქ 8 ადამიანი არის დასაქმებული და ჩემგან განსხვავებით, ისინი იღებენ კუთვნილ გასამრჯელოს. ანუ 8 ოჯახია უზრუნველყოფილი ელემენტარული პირობებით და ეს სავსებით საკმარისი არგუმენტია, რომ მხოლოდ ჩემს თავზე არ ვიფიქრო და 8 ოჯახი არ დავტოვო ლუკმაპურის გარეშე.

ბატონ მელაძეს მინდა კვლავ მივმართო: ასე არა, დღეს სიუჟეტის მომზადების შემდეგ, პოსტ ფაქტუმ რომ დამირეკეს „შაბათის კურიერიდან“ მაშინ, როდესაც არ ვიმყოფები ქვეყანაში, უკვე კვირას შემიძლია გაგიძღვეთ, ბატონო ნოდარ, გადამღებ ჯგუფთან ერთად, ადგილზე მივიდეთ და სრული თავისუფლების პირობებში შებრძანდით და დაათვალიერეთ, გაესაუბრეთ თანამშრომლებს, ოღონდ შემდეგ, შემოსავლების სამსახურშიც მიბრძანდით და ვის რა შემოსავალი აქვს და როგორი კოლექციონერი ოლიგარქები, უი ბოდიში, „მინიოლიგარქებიც“ არიან თქვენი სიუჟეტის გმირები, ისიც კარგად გაარკვიეთ. სახლშიც დაგპატიჟებდით, რომ კარგად ნახოთ „მინიოლიგარქები“ როგორ ცხოვრობენ, მაგრამ ვშიშობ, რომ თქვენი სტუმრობით ჩემი ოჯახის ღირსეულ ვიზიტორთა ჩამონათვალს ნამდვილად ვერ გავამდიდრებ. არაერთი ღირსეული ჟურნალისტია დღეს „რუსთავი 2“-ში დასაქმებული, ვისთვისაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტობა პროფესიაა და არა პარტიული კუთვნილება, ამიტომაც ჩემთან ოჯახში თუ მაინც გადაწყვეტთ ვიზიტს, მხოლოდ ჟურნალისტები გამოაგზავნეთ; თქვენ, შეგიძლიათ არ შეიწუხოთ თავი.

მოკლედ, მინდოდა დამეწერა, მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომაც ბოლოს ამ საზოგადოდ აღიარებულ ჭეშმარიტებასაც შეგახსენებთ: არ მალავს ის, ვისაც დასამალი არაფერი აქვს, ამიტომაც, თუ რამე გამაჩნია ამ ქვეყნად, საჯაროა, დეკლარირებულია და დიახ, ჩემს სახელზეა, არა სიდედრის, ბიძაშვილის თუ მეგობრის. დასამალი იმიტომ არ მაქვს, რომ უწესოდ, ყაჩაღობით, ძარცვით და მაქინაციებით კი არ არის მოპოვებული, რისი ჩადენის დაუშვებლობაც გუშინ მკაფიოდ მიგითითათ, თქვენ და თქვენს პატრონს, ევროსასამართლომ, არამედ წესიერი, პატიოსანი და მორალურ ღირებულებებზე დაფუძნებული ცხოვრების წესით. ნუ იქნებით ცრუპენტელა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!!!“, - აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა