ლაშა ტუღუში - ტრაგედიაა, როდესაც 16 წლის ბავშვი კვდება იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვოს თანამედროვე საქართველოში

ტრაგედიაა, როდესაც 16 წლის ბავშვი, ჩვენი შვილი, კვდება იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვოს თანამედროვე საქართველოში, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"არ შემიძლია არ გამოვთქვა პროტესტი იმ 16 წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით. ეს არის ტრაგედია, როდესაც 16 წლის ბავშვი, ჩვენი შვილი კვდება იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვოს თანამედროვე საქართველოში. ეს არის უბედურება", - განაცხადა ტუღუმშა.

მან "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "დღეს ძალიან უჭირთ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და მათ გვერდით უნდა ვიდგეთ".

"დღეს სწორედ შრომით უფლებებზე სალაპარაკოდ ვართ აქ მოსულები. შრომითი უფლებები ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მათ შორის, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის, იმიტომ, რომ ისინი დღეს არიან დარტყმის ქვეშ. დღეს ძალიან უჭირთ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და უნდა ვიდგეთ მათ გვერდით", - აღნიშნა ტუღუშმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა