22-23 ივლისს, სხვა კანდიდატებთან ერთად, იუსტიციის საბჭოში გასაუბრებას გენპროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძეც გაივლიან

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დღევანდელი ეტაპი დასრულდა. საბჭო დღეს სამ კანდიდატს: თამარ ბურჯანაძეს, მერაბ გაბინაშვილს და მირანდა ერემაძეს გაესაუბრა. გასაუბრების პროცესი დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

22 ივლისს კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას გაივლის სამი კანდიდატი: საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მასთან გასაუბრების პროცესი 10:30 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე მაია ვაჩაძე, მასთან გასაუბრება 14:00 საათზე ჩაინიშნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე, რომელთანაც გასაუბრება 17:00 საათზეა ჩანიშნული.

ამასთან, გასაუბრებამდე, 22 ივლისს, 09:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 ივლისსაც გაგრძელდება. საბჭო წევრები შემდეგ სამ კანდიდატს გაესაუბრებიან: საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს, რომელთანაც გასაუბრება 10:00 საათზე ჩაინიშნა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, მასთან გასაუბრება 14:00 საათზე ჩაინიშნა. გიორგი თევდორაშვილი, რომელთანაც გასაუბრება 17:00 საათზე ჩაინიშნა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი უკვე გაიარა 9 კანდიდატმა, ესენი არიან: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი, თამარ ბურჯანაძე, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, გრიგოლ გიორგაძე, გიორგი გოგიაშვილი, მირანდა ერემაძე.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა