პაატა სალია - „რუსთავი 2“-ში ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა

იმ მოლოდინს ძალიან გადააჭარბა სიტუაციამ, რაც არის დღეს არხზე... ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კუთხით არსებული პრობლემები ახალი არ არის, თუმცა შექმნილმა მდგომარეობამ მოლოდინს მეტად გადააჭარბა.

„ის, რომ ფინანსური პრობლემები არსებობს, ეს არ არის ახალი, როგორც ვხვდები, თუმცა ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვქონდა, იმ მოლოდინს ძალიან გადააჭარბა იმ სიტუაციამ, რაც არის დღეს არხზე. ამ მიმართულებით, ანუ ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და ჩვენ ვმუშაობთ, ახლა ვფიქრობთ იმ გზებზე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის, რაც დაგვხვდა, არის ძალიან ცუდი“ , - განაცხადა პაატა სალიამ.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანაზღაურების ნაწილში ამ და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება გარკვეული პრობლემები და ქიბარ ხალვაშს არ გააჩნია რაიმე ფინანსური რესურსი, რათა მისი პირადი ხარჯებით უზრუნველყოს ანაზღაურება შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, პაატა სალიამ განმარტა, რომ ამ ფორმით მას განცხადება არ გაუკეთებია.

„ამ ფორმით, რასაც თქვენ ამბობთ, რომ მე განვაცხადე ქიბარ ხალვაშს არ აქვს შესაძლებლობა და ასე შემდეგ, ასეთი რაღაც არ თქმულა“, - განმარტა პაატა სალიამ.

იხილეთ ვიდეო: "რუსთავი 2-ში" ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა, არსებულმა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა - პაატა სალია

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა