ადვოკატი - იულია სუსლიაკი გაიტაცეს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს. როგორც ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკვე ორ საათზე მეტია, მას სუსლიაკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“სუსლიაკი დღეს ჩემთან მოდიოდა, ხვალ ბრიფინგი მაქვს ჩანიშნული 13:00 საათზე, რომელზეც სუსლიაკს დეტალები უნდა მოეთხრო იმის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ არღვევდა მის უფლებებს მთელი სამი თვის განმავლობაში, რა სტრესისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა მთელი სამი თვე. ეს ყველაფერი რომ არ დაეშვათ, გენერალური პროკურატურორის პროკურორების - თეა გიორგაძისა და მარიამ გოგორელიანის პირდაპირი მითითებით, პოლიციის თანამშრომლებმა სამოქალაქო პირებთან ერთად, დღეს 08:30 საათიდან 09:00 საათამდე ბაქო-თბილისის რეისის მე-5 ვაგონიდან, გარდაბნიდან გაიტაცეს იულია სუსლიაკი და მისი ადგილსამყოფელი ჩემთვის ამ დრომდე უცნობია. ტელეფონი გამორთული აქვს. შსს და პროკურატურა ინფორმაციას არ გვაწვდის და ფაქტობრივად საქმე გვაქვს ადამიანის უკანონო გატაცებასთან, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე“,-აცხადებს სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს