ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა შესაძლოა, სხვა პარტიების გარეშე, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 35,51 პროცენტის დათვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მხარდამჭერმა პარტიამ „ხალხის მსახური“ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა და შესაბამისად, მთავრობა დამოუკიდებლად, სხვა პარტიებთან კოალიციის გარეშე, ჩამოაყალიბოს. ამ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

უმრავლესობის შესაქმნელად საჭიროა 226 მანდატი, ზელენსკის პარტიას კი ამ მომენტისთვის 227 მანდატის მიღების შანსი აქვს. პარტიამ „ხალხის მსახური “ პროპორციულ არჩევნებში მიიღო 42,19 პროცენტი, რაც 121 მანდატს უდრის და მაჟორიტარულ ნაწილში ამ პარტიის კანდიდატები 106 ოლქში ლიდერობენ.

ხმების ბოლომდე დათვლის შემდეგ სიტუაცია შესაძლოა ნაწილობრივ შეიცვალოს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს